Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება                                                                                                                               

№ 22/29 - 01

01.12.2021

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:

1.1. ლილი ნინოშვილი - „ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის შედარებითი ანალიზი ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნების ბაზრებზე“

მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი გიორგი ღაღანიძე

ეკა ავსაჯანიშვილი - „ორგანიზაციულ კონფლიქტებზე მოქმედი ფაქტორები და მართვის სრულყოფის მექანიზმები“

მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი

სოფიო გელაშვილი - „თვითმენეჯმენტი და დისტანციური მუშაობის გამოწვევები“

მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე

სალომე ხაჩიძე - ,,თანამედროვე მიგრაციული პროცესები გლობალიზაციის პირობებში და მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე" 

მეცნიერ- ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი

ელენე ცხომელიძე - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სავაჭრო ინტეგრაცია ევროკავშირთან: საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ეფექტიანობა და თანამედროვე  გამოწვევები“

        მეცნიერ -ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლელა ბახტაძე

გიორგი ჯმუხაძე - "საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ფორმირების შესახებ ქართული ეკონომიკური აზრის განვითარება"

მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი         პროფესორი       გიორგი ღაღანიძე